მელიტოპოლის მერი 9 რუსი წვევამდელის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ოკუპანტების მიერ გატაცებული მელიტოპოლის მერის, ივან ფიოდოროვის გათავისუფლების სანაცვლოდ, უკრაინამ რუსეთს ტყვედ აყვანილი 9 რუსი წვევამდელი გადასცა.

ისინი 2002-2003 წლებში დაბადებული ჯარისკაცები არიან. აღსანიშნავია, რომ რუსეთი ამტკიცებს, რომ წვევამდელები “ომში არ მონაწილეობენ”.

მელიტოპოლის გათავისუფლებულ მერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა.

“მიხარია, რომ შენი ხმა მესმის, ცოცხალი ადამიანის ხმა გაქვს. ჩვენიანებს არ ვტოვებთ. ძალიან მიხარია, რომ უკან დაბრუნდი. ჯერჯერობით, ვერ ხერხდება ყველას გათავისუფლება, რუსები ყველას ბლოკავენ”, – მიმართა ზელენსკიმ ივან ფიოდოროვს.

შეგახსენებთ, 11 მარტს ცნობილი გახდა, რომ მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი გაიტაცეს. მოგვიანებით, გავრცელდა ცნობა, რომ ის რუსების მიერ ოკუპირებულ ლუგანსკში იმყოფებოდა და „ტერორიზმის“ მუხლით ასამართლებდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები