სურამის კვანძი-ხუნევის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
სურამის კვანძი-ხუნევის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ135–კმ158 (სურამის კვანძი-ხუნევი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ამასთან, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ28–კმ225 (ნატახტრის კვანძი-ბაღდათის კვანძი) მონაკვეთზე, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.