მაია ბითაძე მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს, ანდრო ასლანიშვილს და მის მოადგილეს, ნანა ზამთარაძეს შეხვდა.
„წიაღის ეროვნული სააგენტოს ახალ ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრაზე ვისაუბრეთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ მომზადებულ წიაღის რეფორმაზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან. შეხვედრაზე განვსაზღვრეთ კონკრეტული ღონისძიებები, რომლის ფარგლებშიც ამ ახალ წიაღის რეფორმას ეტაპობრივად გავაცნობთ ბიზნესსაზოგადოებას და ყველა დაინტერესებულ პირს.
ვფიქრობთ, რომ სამომავლო თანამშრომლობა წიაღის სფეროში პარლამენტსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღისეულის სააგენტოს შორის დაფუძნებული იქნება ორ მთავარ პრინციპზე, ეს არის წიაღის მოპოვების დროს რესურსის მაქსიმალური, ეფექტიანი ათვისება, ასევე, გარემოსდაცვითი მაღალი სტანდარტების დანერგვა წიაღის მოპოვებისთვის”, – განაცხადა მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.