აშშ-ის თავდაცვის მდივანი: ჩვენი აქ ყოფნა არის გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ ვართ ერთიანი უკრაინის მხარდაჭერაში

უკრაინას ჰყავს ლეგიტიმური მთავრობა და ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უნარს, დაიცვან საკუთარი თავი. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ერთიანობა იქნება შენარჩუნებული, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ნატო-ს მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, მან ალიანსსა და მის გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა უკრაინის მიმართ გაწეული მხარდაჭერისა და ერთიანობისთვის.

“ჩვენი აქ ყოფნა არის გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ ვართ ერთიანი უკრაინის მხარდაჭერაში და ვგმობთ რუსეთის მიერ დაწყებულ გაუმართლებელ შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინას ჰყავს ლეგიტიმური მთავრობა და ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უნარს, დაიცვან საკუთარი თავი. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ერთიანობა იქნება შენარჩუნებული”, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ამ წუთებში, ბრიუსელში ნატო-ს საგანგებო მინისტერიალი იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები