გია ვოლსკი: პრეზიდენტის ვიზიტს ჰქონდა აშკარად გამოხატული ოფიციალური ვიზიტის ნიშნები და არა კერძოსი, უამრავი დეტალია, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი დასკვნა უნდა გააკეთოს
“პრეზიდენტის ვიზიტს ჰქონდა აშკარად გამოხატული ოფიციალური ვიზიტის ნიშნები და არა კერძოსი. უამრავი დეტალია, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი დასკვნა უნდა გააკეთოს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი ნორმალურია.
„პრეზიდენტის ვიზიტს ჰქონდა აშკარად გამოხატული ოფიციალური ვიზიტის ნიშნები და არა კერძოსი. ზოგი ამბობს, რომ არ შეიძლება, კერძო ვიზიტი შეფასებული იყოს, როგორც ოფიციალური. უამრავი დეტალია, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი დასკვნა უნდა გააკეთოს. პოლიტიკური პარტიები ამბობენ, ეს არის პრეზიდენტის დასჯა, დაპირისპირება. რასაკვირველია, აზრთა დაპირისპირებაა არის, მაგრამ არ შეიძლება, საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენი სარჩელი ჩაითვალოს ვინმეს დასჯად, რადგან არსებობს კონსტიტუცია და კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ამა თუ იმ ლიდერის მოქმედება არის ის საკითხი, რომელიც ქვეყანას აინტერესებს, რათა ისეთი ტენდენცია არ განვითარდეს, როცა კონსტიტუციის დარღვევა ჩვეულებრივ ნორმად იქცევა. ამ პროცესს სკანდალად ნუ განიხილავთ, ეს არის ნორმალური დემოკრატიული პროცესი“, – განაცხადა ვოლსკიმ.