საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მაღალი ხარისხის სამკურნალო საშუალებების წილის გაზრდის მიზნით, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონში ცვლილებები შედის
პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა, რომლითაც გაიზრდება საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მაღალი ხარისხის სამკურნალო საშუალებების წილი და ის მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომობა გახდება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ცვლილება გულისხმობს ბაზარზე მედიკამენტების დაშვების ვადის შემცირებას.
„ადმინისტრაციული პერსონალის დაინფიცირების ნაკლები რისკის და დამატებითი რესურსის შემდგომი მობილიზების შესაძლებლობის პირობებში მიზანშეწონილად ჩაითვალა, განხორციელდეს ცვლილება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში და კვლავ გამარტივდეს აღიარებითი რეჟიმით და განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით შემოტანისას, ბაზარზე დაშვების პროცედურა, რაც გულისხმობს რეგისტრაციის ვადის შემცირებას. აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციისას ვადები 15 დღიდან 7 დღემდე, ხოლო განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით პირველად შემოტანისას, ვადები 10 დღიდან 5 დღემდე მცირდება”, -განაცხადა თამარ გაბუნიამ.
პარლამენტმა კანონპროექტს მხარი 78 ხმით დაუჭირა.