ვახტანგ გომელაურმა იმერეთში გარდაცვლილი პატრულ-ინსპექტორების ოჯახებს პირადად მიუსამძიმრა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა რიკოთის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული პატრულ-ინსპექტორების ოჯახებს პირადად მიუსამძიმრა.

ვახტანგ გომელაური გარდაცვლილი პატრულ-ინსპექტორების: კახა ბაღდავაძის, მურმან ლეჟავას და მიხეილ მაჩიტიძის ოჯახებში შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებსა და სხვა თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ პატრულ-ინსპექტორები: კახა ბაღდავაძე, მურმან ლეჟავა და მიხეილ მაჩიტაძე 12 მარტს რიკოთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები