კიევში რუსული ჭურვი მაღალსართულიან შენობას მოხვდა (ფოტო, ვიდეო)

რუსმა ოკუპანტებმა კიევში კიდევ ერთი მაღალსართულიანი შენობა დაბომბეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შსს ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ჭურვი პოდოლსკის რაიონში მდებარე ათსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, რომელიც ჰოსპიტალიზებულია.

14 მარტს რუსებმა კიევში მაღალსართუალინი კორპუსი, “ანტონოვის” ქარხანა და ინკლუზიური სკოლა დაბომბეს. გარდა ამისა, უკრაინელებმა რუსული რაკეტის ჩამოგდება შეძლეს, რომლის ფრაგმენტები ასევე საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები