იაგო ხვიჩია: რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ მოხდება და უკრაინა გაიმარჯვებს, ჩვენ რა გეგმა გვაქვს?!

რუსეთთან ბრძოლაში შანსი არ გვაქვს, თუ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთად არ იბრძვის ამ ბოროტების წინააღმდეგ. წარმოგიდგენიათ, თან ერთმანეთს ვებრძოდეთ და თან რუსულ ბოროტებას დავუპირისპირდეთ, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ხვიჩია პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას გამოეხმაურა და დაინტერესდა, რა გეგმა აქვს საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომის განვითარებასთან დაკავშირებით.

“ამაზე რა პოზიცია გვაქვს? ვინ როგორ აპირებს ბრძოლას? ვინ ვის ზურგს დაიცავს ამ ბრძოლაში? ჩვენ მზად ვართ ახლა ასეთი ბრძოლისთვის? თუ ბრძოლისთვის არ ვართ, ხალხს რას ვეუბნებით? გაქცევის გზები როგორია?! ხომ არ შეიძლება, რომ გაქცევის დროს უფრო მეტი ადამიანი დავკარგოთ, ვიდრე სხვა ნებისმიერი ღონისძიების დროს. გაქცევის გეგმა მაინც გვაქვს, თუ ბრძოლის გეგმა არა. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ მოხდება და უკრაინა იმარჯვებს ტრიუმფალურად ამ ბრძოლაში. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პუტინის ფაქტორი რაღაც ფორმით განეიტრალდა, ჩვენ რა გეგმა გვაქვს?!”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები