“ოპოზიცია სცოდავს, როცა შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას და პოლიციელებს”, – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებისას განაცხადა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამართალდამცველების პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას ევალება.
“პოლიცია – ეს არის ინსტიტუტი, რომელსაც ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, მით უმეტეს, უაღრესად დაძაბულ პერიოდში. მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება და, პირველ ყოვლისა, ვინც ხალხის არჩეულია. რა დროს “კეტჩუპი” და ფქვილია?! ეს სირცხვილია!”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.