სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი

მივმართავ ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.

„ჩემი საპარლამენტო მოხსენებისას საქართველოს მთავრობას მივმართე, დაებრუნებინა ჩვენი ელჩი უკრაინაში, ასევე, დღეს აქედან, ამ ტრიბუნიდან მივმართავ ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები