პარლამენტში, უკრაინაში ომის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

საქართველოს პარლამენტში, უკრაინაში ომის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

“სხდომის დაწყებამდე მინდა, პარლამენტის წევრებს, მოწვეულ სტუმრებს ვთხოვო, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები