გია ვოლსკი: ოპოზიცია არ გყავს ფაქტობრივად – გყავს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ცდილობს, ქვეყნის დაზიანებით რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს

პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ პრეზიდენტის წლიური მოხსენებით წარდგენასთან დაკავშირებულ სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან კონსტრუქციულობას არ ელოდება.

„ვინატრებდი კონსტრუქციულ მსჯელობას, თუნდაც კამათს. ასევე, კონსტრუქციულ მოხსენებას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც რეალურადაწუხებს ხალხს, მსოფლიოს, ქვეყანას, რეგიონს. არასოდეს მაქვს კონსტრუქციულობის მოლოდინი, როდესაც ოპოზიცია არ გყავს, ფაქტობრივად – გყავს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ცდილობს, ქვეყნის დაზიანებით რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს. სამწუხაროდ, ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს ბოლო პერიოდში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიურ ანგარიშს დღეს წარადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები