გიორგი გამსახურდია: ეს არის “ნაცბანდის” რეალური სახე

“ეს არის ნაცბანდის რეალური სახე”,- ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია “ტვიტერზე” წერს და “ფეისბუქის” ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარს აზიარებს.

“ეს არის ნაცბანდის რეალური სახე, კოლექტიური ხატია დეკანოიძე. ისე ხატიასაც, პირის გაღებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვურჩევ. #პოლიციელიგმირია #რუსეთიოკუპანტია”,- წერს გამსახურდია.

ცნობისთვის, ერთ-ერთი “ფეისბუქ” მომხმარებელი, რიკოთზე მომხდარი ავარიისას სამი პოლიციელის გარდაცვალებას შემდეგი კომენტარით ეხმაურება: “სულ არ მეცოდება ბიძინიას პოლიციელები, ხალხის პოლიცია არ არის. ყველა დღევანდელი პოლიცია ამოჟღლეტილა. არ შემეცოდება”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები