ეპიდვითარება თბილისსა და რეგიონებში – როგორია 13 მარტის კოვიდსტატისტიკა საქართველოში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 823 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 440 შემთხვევა, აჭარა – 25, იმერეთი – 121, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 47, გურია – 45, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 47, კახეთი – 51, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 044 საიდანაც, 1 443 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 643, აჭარაში – 104, იმერეთში – 280. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 403 პირი, მათ შორის, თბილისში – 184, აჭარაში – 55, იმერეთში – 78. 31 601 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.