კულება: ახლა 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები გავხდებით

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება თვლის, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება დაელოდოს ევროკომისიის ანგარიშს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში „რევოლუციას“ ნიშნავს. აღნიშნულის შესახებ მან ტელევიზიაში, პარასკევს საღამოს განაცხადა.

​კულებამ აღიარა, რომ სამიტის შედეგები არაერთგვაროვანია, ვინაიდან უკრაინას სურდა უკვე ამ შეხვედრაზე მიეღო კანდიდატის სტატუსი და პოლიტიკური აღიარება.

„მიუხედავად ამისა, თუკი შევადარებთ ჩვენს მოლოდინებს სამი კვირის წინ, მაშინ გასულ ღამეს მომხდარი – ეს რევოლუციაა, რომელიც ევროკავშირის წევრობის სურვილს რეალობად აქცევს. ჩვენ რელსებზე დაგვაყენეს და ჩვენი მატარებელი ევროკავშირის მიმართულებით მიემგზავრება“, – განმარტა მინისტრმა.

დმიტრო კულებამ დაამატა, რომ დარწმუნებულია ევროკავშირში შესვლის პროცესის წარმატებაში.

„დღეიდან, ჩვენ 100%-ით დარწმუნებულები ვართ, რომ ევროკავშირის წევრები გავხდებით. საკითხავი მხოლოდ ის არის, როდის მოხდება ეს“, – განაცხადა კულებამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები