ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია
ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, თოვის, ქარბუქის და ლიპყინულის გამო, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.