დავით ზალკალიანი: ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, რომ ომის დანაშაული უყურადღებოდ არ დარჩება და ხანდაზმულობის ვადა არ აქვს

ეს არის ძალიან სერიოზული გამარჯვება და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ომის დანაშაული, რა დროსაც არ უნდა იყოს ჩადენილი და რა ვადაც არ უნდა იყოს გასული, არ დარჩება უყურადღებოდ და ომის დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს, – ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ, აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერის გამოცემის გადაწყვეტილება.

მისი თქმით, ჰააგის სასამართლოს მიერ გამოძიების პროცესი თანმიმდევრულად გრძელდება.

„2008 წელს ჩადენილი დანაშაული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ იქნება სისრულეში მოყვანილი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ. რა თქმა უნდა, ეს არის გამოძიების პროცესი, ჯერ გამოცხადდა მხოლოდ სამ პირთან მიმართებაში, მაგრამ პროცესი გრძელდება და პროცესს წაიყვანენ თანმიმდევრულად. ამაში დარწმუნებული ვარ და ყველა ის პირი, ვინც ჩაიდინა ომის დანაშაული, იქნება სათანადოდ დასჯილი“, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები