დავით ზალკალიანმა ადამ სმიტთან ვიდეოკონფერენცია გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, კონგრესმენ ადამ სმიტთან ვიდეოკონფერენცია გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დავით ზალკალიანმა საუბრისას ხაზი გაუსვა აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა კონგრესმენ სმიტს საქართველოს მიმართ მისი მრავალწლიანი ჩართულობისა და მტკიცე მხარდაჭერისთვის.

„საუბრისას მხარეებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და მისი ნეგატიური გავლენები რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, როგორც უსაფრთხოების, ასევე, ჰუმანიტარული თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი, შექმნილი ვითარების ფონზე პარტნიორების მხრიდან საქართველოს კონსოლიდირებული მხარდაჭერის მნიშვნელობას და ჩვენი ქვეყნის მედეგობის გაძლიერების კუთხით როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

საუბრისას ხაზი გაესვა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები