ჩინეთი რუსეთისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარს აცხადებს
ჩინეთმა რუსეთისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას “როსავიაციის” წარმომადგენელი, ვალერი კუდინოვი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, რუსეთისთვის ნაწილების მიწოდებაზე უარის თქმა დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება.
რუსეთი თვითმფრინავის ნაწილების შეძენას სხვა ქვეყნებიდან შეეცდება, კერძოდ, თურქეთიდან და ინდოეთიდან.
ცნობისთვის, მანამდე, რუსეთის ავიაციას ნაწილების მიწოდება ამერიკულმა მწარმოებელმა – Boeing-მა და ევროპულმა კომპანია Airbus-მაც შეუჩერეს.