კუროპტევი: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახლადჩამოსულ რუსებში მონაცემების აღრიცხვას ატარებს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველდღე მოდის ნაქირავებ ბინებში, სასტუმროებში, საოჯახო ტიპის სასტუმროებში და ახლადჩამოსულ რუსებში გამოკითხვას ატარებს, – ამის შესახებ საქართველოში მცხოვრები პოლიტიკური მიმომხილველი, იგორ კუროპტევი სოციალურ ქსელში წერს.
მათ, ვინც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლაზე კონტროლის არარსებობით შეშფოთებულია, ვატყობინებ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველდღე მოდის ნაქირავებ ბინებში, სასტუმროებში, საოჯახო ტიპის სასტუმროებში და ახლადჩამოსულ რუსებში მონაცემების აღრიცხვას ატარებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის რეგისტრაციის ერთგვარი ფორმა. იმედი მაქვს, ეს ცოტათი მაინც დაამშვიდებს მათ, ვინც უკონტროლო ნაკადის გამო წუხს. საზღვრიდან საქართველოში ჩამოსვლამდე ნაკადი საკმაოდ კონტროლირებადია. რუსებს ვთხოვ, ნუ იღელვებენ, ნორმალური პროცესია იმის გათვალისწინებით, რომ ვიზები არ არის და დიდი ნაკადია. კითხვაზე, გადასცემენ თუ არა ამ ინფორმაციას მოსკოვს, ვპასუხობ: ამ ტალღამდე გაცილებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო და არავის არსად გადაუცია. ჯერჯერობით, ყველაფერი წესრიგშია”, – წერს იგორ კუროპტევი სოციალურ ქსელში.