ოთარ ანგურიძე: ლარი მყარდება

“ლარი მყარდება!”, – ამის შესახებ ექსპერტი, ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.

“სავალუტო ჯიხურებში 1$-ის ღირებულება 3,2 ლარი ფიქსირდება.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები აგრძელებენ მოსახლეობაში პანიკის დათესვას სხვადასხვა მიმართულებით, შედეგი მაინც მიუღწეველი რჩებათ. წინა დღეებში მუდმივად გვესმოდა სხვადასხვა ეთერიდან, რომ ლარის გაუფასურებას ვერ შეაჩერებდნენ და 1$-ის ღირებულება 4 ლარამდე ავიდოდა. თუმცა, გუშინდელი ინტერვენციის შემდეგ, როდესაც ეროვნულ ბანკმა აუქციონზე გამოიტანა 50 მლნ აშშ დოლარი, მხოლოდ 39 მილიონის ათვისება მოხდა, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ გაუფასურების ასეთი ტემპი დიდ წილად სწორედ არასწორ მოლოდინებს უკავშირდებოდა. უახლოეს დღეებში ლარის კურსი იპოვის ახალ, წონასწორულ მდგომარეობას და შეინარჩუნებს სტაბილურობას, რადგან ამ მოცემულობით ქვეყანაში არ არსებობს ისეთი მაკროეკონომიკური მოცემულობა, რომელიც ლარის კურსს დააყენებდა საფრთხის წინაშე. პირიქით, ყველა კომპონენტი, მათ შორის, საგადასახადო, საგარეო ვაჭრობა, ფულადი გზავნილები, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და ა.შ. არის გაუმჯობესებული”, – წერს ანგურიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები