ევროპარლამენტარი: უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის კარგი გზავნილი გვაქვს, თქვენთვის კარი ღიაა

უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს საზოგადოებისთვის კარგი გზავნილი გვაქვს, ევროკავშირში თქვენთვის კარი ღიაა, – ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ანდრეი ჰალიცკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებები მალე დაიწყება.

„ჩვენ გვყავს სამი პოტენციური ახალი წევრი, ვგულისხმობ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს. სამივე ქვეყნის საზოგადოებისთვის კარგი გზავნილი გვაქვს, თქვენთვის კარი ღიაა. ძალიან ცხადია, რომ დრო მოვიდა, გზავნილი უნდა იყოს მკაფიო და მარტივი, მოკლე, რამდენადაც შესაძლებელია. მივესალმებით, რომ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მოსახლეობა გახდეს საერთო ევროპული სივრცის ნაწილი. ვფიქრობ, ეს არ არის უბრალოდ ამ სამი ასოცირებული ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, არამედ მთელი ევროპის“, – განაცხადა ანდრეი ჰალიცკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები