კულება განმარტავს, რატომ არ არის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას უკავშირებს უკრაინის მიერ პუტინის მოთხოვნების შესრულებას. უკრაინა არ დანებდა და არ დანებდება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ რუს კოლეგასთან ანტალიაში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვის, ვეძებთ დიპლომატიურ გადაწყვეტას. მაგრამ სანამ ის არ არსებობს, ჩვენ თავს გავწირავთ, დავიცავთ საკუთარ თავს, დავიცავთ ხალხს რუსული აგრესიისგან. იმედი მაქვს, დღევანდელ ფორმატს ექნება გაგრძელება”, – დასძინა დმიტრო კულებამ.

რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა ანტალიაში დღეს გაიმართა. თურქული მედიის ცნობით, შეხვედრა ნახევარ საათსაც არ გაგრძელდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები