“მიწასთან გასწორებული ხარკოვი” – განადგურებულია 280-ზე მეტი კორპუსი, 26 სკოლა და 23 საბავშვო ბაღი

რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად, განადგურებულია 280-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი, 26 სკოლა და 23 საბავშვო ბაღი, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

ამის შესახებ ხარკოვის ოლქის პოლიციის კომუნიკაციების დეპარტამენტში განაცხადეს.

აღნიშნულია, რომ ოკუპანტები აგრძელებენ ქალაქის ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულ განადგურებას და საცხოვრებელი რაიონების მიწასთან გასწორებას.

მათივე ინფორმაციით, გასულ ღამესაც ხარკოვმა რამდენიმე ძლიერი საჰაერო თავდასხმა გადაიტანა.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ხარკოვის პოლიცია აგრძელებს მუშაობას 24-საათიან რეჟიმში და ცდილობს, დაიცვას მოსახლეობა კრიმინალური თავდასხმებისგან, ძარცვისგან, ქურდობისა და სხვა დანაშაულებებისგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები