აჭარის მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება
აჭარის მთავრობაში საკადრო ცვლილეები იგეგმება, თუმცა ცვლილებები რეგიონის არცერთ მინისტრს არ შეეხება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის განცხადებით, კადრები სამინისტროების ქვედა რგოლებში და მათ შორის მთავრობის აპარატშიც გადახალისდება. ხაბაძის თქმით, ორწლიანი მუშაობის შედეგად მკაფიოდ გამოჩნდა სტრუქტურაში სად არის სუსტი რგოლი, რომლებიც სხვა რესურსით უნდა ჩაანაცვლონ. მისივე თქმით, საკადრო ცვლილებები, შესაძლოა, ბათუმის მერიაში რეორგანიზაციის პერიოდს დაემთხვეს.
„მინისტრების დონეზე ცვლილება არ იგეგმება. მე ვფიქრობ, რომ მერიაში ცვლილებებთან ერთად ჩვენ დავგეგმავთ მთლიანად მთავრობაში ცვლილებას. არსებობს რამდენიმე მინახაზი ამ ცვლილებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.