პაატა მანჯგალაძე: ნაკლებად მჯერა განცხადებების, რომ რუსეთის მოქალაქეთა ფილტრაციას ახდენენ და საფრთხე რუსეთისგან არ მომდინარეობს
“ნაკლებად მჯერა განცხადებების, რომ რუსეთის მოქალაქეთა ფილტრაციას ახდენენ და საფრთხე რუსეთისგან არ მომდინარეობს”, – ასე გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, პაატა მანჯგალაძე შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საზღვარი მაღალ დონეზე კონტროლდება.
მანჯგალაძის თქმით, დღევანდელი ხელისუფლების მმართველობის პირობებში, მშვიდად ყოფნის განცდა არ აქვს.
„ქალაქში აშკარად შეიმჩნევა მოზღვავება რუსი მოქალაქეების. ახლა მნიშვნელოვანია, ნამდვილად მოხდეს ფილტრაცია, ვინ არის მართლა დევნილი, ტურისტი და ვინაა პროპაგანდისტი ან ვინ შეიძლება, იყოს სავარაუდო დივერსანტი. ეს არის სპეცსამსახურების საქმე, მე ვისურვებდი, ნამდვილად მშვიდად ვიყოთ, მაგრამ, „ქართული ოცნების” პირობებში, ამის განცდა არ მაქვს”, – განაცხადა მანჯგალაძემ.