ანრი ოხანაშვილი: ყველაფერი კეთდება, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები დაცული იყოს
“აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები დაცული იყოს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას.
მისივე თქმით, უწყებები, რომლებიც უფლებამოსილია – საზღვრის კონტროლი განახორციელოს, ოპერატიულ რეჟიმში მუშაობს.
“აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები იყოს დაცული, ყველა სხვა ნაბიჯი შეიძლება, იყოს განხილული და მსჯელობის საგანი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. შემიძლია გითხრათ, რომ შესაბამისი უწყებები, რომლებიც უფლებამოსილია – საზღვრის კონტროლი განახორციელოს, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები დაიცვას, ოპერატიულ რეჟიმში მუშაობს. თუკი იქნება საჭიროება შესაბამისი ღონისძიებების გატარებისა, გაატარებენ და დამერწმუნეთ, ისინი ამას ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ, შეიძლება, ეს საჯაროდ არ იყოს ცნობილი”, – განაცხადა ოხანაშვილმა.