ვახტანგ გომელაური: რუსეთმა პირდაპირ გამოაცხადა, შეიყვანა ჯარები და დაიწყო ომი, ამას რა კითხვა უნდა? – უკრაინას რომ არ დაუწყია ომი, ყველამ კარგად იცის

რუსეთმა პირდაპირ გამოაცხადა, შეიყვანა ჯარები და დაიწყო ომი, ამას რა კითხვა უნდა? – უკრაინას რომ არ დაუწყია ომი, ყველამ კარგად იცის, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა კითხვას, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში.

„ეს კითხვა, მე მგონი, არ უნდა დაისვას. ვინ დაიწყო ომი? რუსეთმა პირდაპირ გამოაცხადა, შეიყვანა ჯარები და დაიწყო ომი. ამას რა კითხვა უნდა? თვითონ პირდაპირ აღიარებენ, რომ შევედით ჯარებით და დავიწყეთ ეს ოპერაციაო. ოპერაცია დაარქვეს მათ, მაგრამ ომია ხომ პირდაპირ. რა კითხვა უნდა? უკრაინას რომ არ დაუწყია ომი, ყველა კარგად იცის, ხედავენ. ეს კითხვა მე მგონი დასასმელი არც არის, თუ ვინ დაიწყო ომი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები