პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: სალომე ზურაბიშვილი საკუთარ გამოსვლაში აუცილებლად ისაუბრებს იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყნის წინაშე დგას და იმ ნაბიჯებზე, რაც სახელმწიფომ უნდა გადადგას

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში საკუთარ გამოსვლაში იმ გამოწვევებზე ისაუბრებს, რაც ქვეყნის წინაშე დგას და იმ ნაბიჯებზე, რაც სახელმწიფომ უნდა გადადგას.

„პარლამენტის შეთავაზება იყო, რომ პრეზიდენტის მოხსენება 15 მარტს გამართულიყო, ჩვენი წინადადება იყო 5 მარტი. ვერ გეტყვით, რა არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, წლიური ანგარიშის წარდგენა 14 მარტს იქნებოდა თუ 5 მარტს. პრეზიდენტი საკუთარ გამოსვლაში აუცილებლად ისაუბრებს იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყნის წინაშე დგას და იმ ნაბიჯებზე, რაც სახელმწიფომ უნდა გადადგას. პრეზიდენტი იმ მოხსენებას გააკეთებს, რასაც საჭიროდ თვლის, იქნება ეს 14 თუ 5 მარტს. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტს გამოსვლაში ის მესიჯები ექნება და იმ საკითხებს დასვამს, რაც ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, 14 მარტს, 12:00 საათზე პარლამენტის პლენარული სხდომა დაინიშნა, სადაც ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით პრეზიდენტი გამოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები