მოსკოვის დიდი თეატრის პრემიერმა თანამდებობა დატოვა

მოსკოვის დიდი თეატრის (ბოლშოი) ახალმა პრემიერმა, იაკოპო ტისიმ თანამდებობა დატოვა. როგორც მის “ინსტაგრამ” გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, თეატრის დატოვება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.

“შოკირებული ვარ მთელი ამ სიტუაციით, რომელიც დღითიდღე უარესდება. მოსკოვში მუშაობის გაგრძელებას ჯერ ვერ შევძლებ. შეუძლებელია იმის აღწერა, თუ როგორი რთულია ჩემს მასწავლებლებთან, კოლეგებსა და მეგობრებთან განშორება – ადამიანებთან, რომელთა დამსახურებითაც გავიზარდე, როგორც მხატვარი და როგორც პიროვნება”, – წერს იაკოპო ტისი.

ტისის შემდეგ, თეატრის დასი ოთხმა ბრაზილიელმა მოცეკვავემ დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები