კახა კალაძემ ქალებს 8 მარტი მიულოცა

ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში მილოცვა გამოაქვეყნა.

„გილოცავთ ქალთა დღეს!

ძლიერი, განათლებული ქალების დამსახურებაა ბევრი მნიშვნელოვანი სოციალური ცვლილება და გამოგონება, რომელმაც სამყარო უკეთესობისკენ შეცვალა.

თქვენი ყოველდღიური შრომა, ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის და უკეთესი საზოგადოების შექმნისათვის, ფასდაუდებელი და მნიშვნელოვანია.
გისურვებთ თქვენს საქმიანობაში წარმატებას და წინსვლას. რაც მთავარია, მშვიდობიან სამყაროში გეცხოვროთ!“, – წერს კახა კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები