„პერსონალურ მონაცემებთან წვდომაზე სპეციალური კომისიის შექმნის საკითხი გაჭიანურდა“
პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით წვდომის საკითხზე სპეციალური კომისიის შექმნის თაობაზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა თამარ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
კომისია არასამთავრობო სექტორის, პარლამენტის წევრებისა და უცხოელი ექსპერტებით უნდა დაკომპლექტებულიყო. კორძაია საკითხის გადადებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს.
„კომისიის შექმნის საკითხი ცოტა გაჭიანურდა. რასთან დაკავშირებითაც სხდომაზე დავსვამ შეკითხვებს, კონკრეტულად როდის იგეგმება მისი შექმნა, რომ ჩვენ კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯი გადავდგათ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისა და უფლებების დასაცავად”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
პერსონალურ მონაცემებთან წვდომის საკითხზე სპეციალური კომისიის შექმნის გადაწყვეტილება პარლამენტში რამდენიმე თვის წინ მიიღეს.