თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ნავსადგურში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემის შესვლას ეხმიანება

ბათუმის პორტში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემის შემოსვლას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა.

მისი განმარტებით, გემზე არსებული ტვირთი საქართველოსთვის არის განკუთვნილი და გემის შემოსვლით კანონმდებლობა არ დარღვეულა.

„ტვირთი განკუთვნილია საქართველოსთვის, შესაბამისად, ხდება მისი შემოსვლა. ჩემთვის როგორც არის ცნობილი, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში არ ექმნება პრობლემა შესაბამისი დროშის ქვეშ მცურავ ხომალდს პორტებში მიიღონ მომსახურება. არც წესი და არც კანონმდებლობა არ არის დარღვეული. მიმართეთ შესაბამის უწყებებს”, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები