მსოფლიო თასის ტურნირის დაჯილდოებაზე რუსი სპორტსმენი რუსული საომარი სიმბოლიკით გამოვიდა
დოჰაში ტანვარჯიშში მსოფლიო თასის ტურნირზე რუსი ტანმოვარჯიშე, ივან კულიაკი დაჯილდოების ცერემონიაზე რუსული საომარი სიმბოლიკით, Z-ით გავიდა. ამ სიმბოლოს რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში ომის დროს ტექნიკის მოსანიშნად იყენებენ. რუსული პროპაგანდა Z-ს უკრაინაში შეჭრის სიმბოლოდ წარმოაჩენს.
კულიაკმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პირველი ადგილი და ოქროს მედალი უკრაინელმა ტანმოვარჯიშემ ილია კოვტუნმა მოიპოვა.
ინციდენტთან დაკავშირებით, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ ეთიკის კომიტეტს მიმართა.