უკრაინაში გახსნილი ჰუმანიტარული დერეფნები რუსეთსა და ბელარუსში გადის

რუსი სამხედროების მიერ უკრაინის მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით გახსნილი ზოგიერთი ჰუმანიტარული დერეფანი მხოლოდ ბელარუსის ან რუსეთის ტერიტორიაზე გადის. ამის შესახებ BBC იუწყება.

რუსული საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-ს მიერ გამოქვეყნებული ევაკუაციის მარშრუტები აჩვენებს, რომ ზოგიერთი დერეფანი კიევიდან ბელარუსში ხალხის გაყვანას გულისხმობს, ხოლო ხარკოვის ჰუმანიტარული დერეფნები მხოლოდ რუსეთისკენ გადის.

ამასთან, მარიუპოლისა და სუმის დერეფნები, როგორც უკრაინის ქალაქების, ასევე რუსეთის მიმართულებით გასვლის შესაძლებლობას იძლევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები