დმანისში 250 აბონენტს სასმელი წყლის ხარისხი გაუუმჯობესდება

ქალაქ დმანისში დამატებით 250 აბონენტს სასმელი წყლის ხარისხი გაუუმჯობესდება.

დმანისში, 26 მაისისა და გორგასლის ქუჩებზე სასმელი წყლის კოროზირებული მილი ახალი, პლასტმასის მილით იცვლება.

მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა სამუშაო პროცესი ადგილზე მოინახულეს. სამუშაოებს მერიის მხარდაჭერით, შპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დმანისის სერვისცენტრი ახორციელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები