Anonymous-მა რუსული სტრიმინგის სერვისები და ტელეარხები გატეხა

Anonymous-ის ჰაკერებმა რუსული სტრიმინგის სერვისები და სახელმწიფო ტელეარხები გატეხეს და უკრაინის ომის ამსახველი კადრები გაუშვეს.

ჰაკერებმა გატეხეს რუსული სტრიმინგის სერვისები „ვინკი“ და „ივი“ და სახელმწიფო ტელეარხები – რუსეთის პირველი არხი, „რასია 24“ და „მასკვა 24“.

ტელეეკრანებზე გამოჩნდა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსები უკრაინაში ომს ეწინააღმდეგებიან.

„ჩვენ რუსეთის რიგითი მოქალაქეები ვართ. ჩვენ ვეწინააღმდეგებით უკრაინის ტერიტორიაზე ომს. რუსეთი და რუსები ომის წინააღმდეგნი არიან! ეს ომი რუსეთის ფედერაციის რიგითი ხალხის სახელით პუტინის კრიმინალური, ავტორიტარული რეჟიმის მიერ არის გაჩაღებული. რუსებო, გამოდით უკრაინაში განხორციელებული გენოციდის წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, Anonymous-ის ჰაკერებმა, კრემლის წინააღმდეგ “კიბერ ომის” გამოცხადების შემდეგ, 2500-ზე მეტი რუსული სახელმწიფო და სამთავრობო ვებგვერდი და მედია გატეხეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები