ენტონი ბლინკენი: პოლონეთს „მწვანე შუქი“ მიეცა უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდებაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის,  ენტონი ბლინკენის განცხადებით, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა „მწვანე შუქი“ მიიღეს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე.

ამის შესახებ ბლინკენმა CBS News-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„მწვანე შუქი“ აქვთ. ჩვენს პოლონელს მეგობრებს ახლა იმაზე ვესაუბრებით, თუ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტენ, საკუთარი საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინელებს გადასცენ“, – განმარტა ბლინკენმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები