„არ ველოდები, რომ ამერიკელი სენატორების განცხადებას ადეკვატური რეაქცია მოჰყვება“

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი მიხეილ მაჭავარიანი არ ელოდება, რომ ამერიკელი სენატორების განცხადებას ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური რეაქცია მოჰყვება, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
მაჭავარიანის მიიჩნევს, რომ სენატორთა მწვავე რეაქცია მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის საკითხზე განპირობებულია იმ საფრთხით, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი ქართულ დემოკრატიას დააზიანებს.
“არ ველოდები, რომ ამ განცხადებას ადეკვატური რეაქცია მოჰყვება, იმდენად დაბრმავებულია ხელისუფლება შურისძიებით”, -განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის საკითხს ამერიკელ სენატორთა ჯგუფი გამოეხმაურა. განცხადებას ხელს სენატრორები: ჯონ მაკკეინი, ბენ კარდინი, ჯენ შაჰინი და ჯიმ რიში აწერენ.
„ნებისმიერი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა, მაგრამ მართლმსაჯულების აღსრულება პოლიტიკური შურისძიების იარაღი არ უნდა გახდეს“, – ნათქვამია სენატორთა განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები