კადიროვი – ზელენსკის: პოლონეთში თუ წახვალ, იგივე ბედი გელოდება, რაც სააკაშვილს  

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის „ტელეგრამ“ არხის საშუალებით მიმართა.

„ზელენსკი, თუკი პოლონეთის მხარეს წახვალ, შენც იგივე ბედი გელის, რაც სააკაშვილს, რომელსაც უღალატეს და საბოლოოდ საკუთარ სამშობლოში მსჯავრდებულის სკამზე დასვეს. თუკი ენდობი რუსეთს, მზად იქნები დიალოგისთვის, მაშინ მე მზად ვარ, თავად ვთხოვო პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომ თავშესაფარი გქონდეს და სახე შეგინარჩუნდეს. ყველაფერი ეს შესაძლებელი იქნება, თუკი ახლა დამიჯერებ და გამოიყენებ შენს ერთადერთ შანსს. გასაქცევი არსადაა. ნახე, რას ამბობენ ევროპაში. ისინი არ გიშველიან და არ გადაგარჩენენ. დამიკავშირდი მე და გაძლევ გარანტიას, რომ საერთო ენას გაპოვნინებ ვლადიმერ პუტინთან, მოგიწყობ შეხვედრას, შენ კი ძალაუფლებას კანონიერ პრეზიდენტს – იანუკოვიჩსს გადასცემ. დიახ, შენ ნიჭიერი ადამიანი ხარ, კარგი მსახიობი, მაგრამ არა – პოლიტიკოსი…“, – წერს კადიროვი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები