უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებით, მტერი ფართომასშტაბიანი შეტევის მეორე ტალღისთვის ემზადება.
მისივე თქმით, უკრაინის არმია მტრებს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს და რუსეთზე გამარჯვების დღე ყოველდღიურად ახლოვდება.
„რუსმა ტერორისტულმა ჯარებმა სტრატეგიულ წარმატებას ვერც ერთი მიმართულებით ვერ მიაღწიეს. უკრაინის არმია ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს, რუსეთზე გამარჯვების დღე ყოველდღიურად ახლოვდება. თუმცა, მტერი ჯერ კიდევ საშიშია და ფართომასშტაბიანი თავდასხმის მეორე ტალღას ამზადებს, რომელსაც მაქსიმალურად მომზადებული უნდა მივუდგეთ“, – აცხადებს დანილოვი.