მოქალაქეების დაბომბვა დაგეგმილი იყო – ზელენსკი ტყვეებისგან მოპოვებულ რუკებსა და საბუთებზე

ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა რუსების მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი, რასაც რუსი ტყვეებისგან მოპოვებული საბუთები და რუკები მოწმობს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში საუბრისას განაცხადა.

„ტყვედ აყვანილი რუსი მეომრები ალაპარაკდნენ, საუბარია ასობით ტყვეზე. მათ შორის არიან – მფრინავები, რომლებიც ჩვენს ქალაქებს ბომბავდნენ. ჩვენ მოვისმინეთ მათი ჩვენებები, ვნახეთ მათი საბუთები, რუკები, გეგმები. ეს არ არის იმპროვიზაცია. ისინი შემოჭრისთვის ზუსტად ასე ემზადებოდნენ  – სასტიკად და ცინიკურად. ომის კანონების დარღვევით. ამიტომ ნახა ხარკოვმა, ჩერნიგოვმა, სუმიმ, მარიუპოლმა და ბევრმა სხვა გმირმა-ქალაქმა ეს ბოროტება, სიცხოველე. ასე იყო დაგეგმილი, მაგრამ ეს ჩვენს ადამიანობას არ მოკლავს“,- განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები