გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის, ფილიპო გრანდის განცხადებით, ბოლო 10 დღის განმავლობაში უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი გადავიდა.
“10 დღეში 1,5 მილიონზე მეტი ლტოლვილი უკრაინიდან გადავიდა მეზობელ ქვეყნებში – ეს არის ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ”, – წერს გრანდი “ტვიტერზე”.