სტოლტენბერგი: NATO უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მხარე არ არის და რუსეთთან ომს არ ესწრაფვის

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ალიანსი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მხარე არ არის და რუსეთთან ომში ჩაბმას არ ცდილობს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ განვახორციელეთ უპრეცედენტო სანქციები, მაგრამ, ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ NATO არ არის კონფლიქტის მხარე. NATO არის თავდაცვის ალიანსი. ჩვენ არ გვინდა სამხედრო კონფლიქტი რუსეთთან, მაგრამ ამავდროულად უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ იყოს გაუგებრობა ჩვენს გადაწყვეტილებაში, დავიცვათ და დავეხმაროთ ყველა მოკავშირეს. სწორედ ამიტომ, გავზარდეთ NATO -ს ძალების ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ეს არის თავდაცვითი ქმედებაა“, – ხაზგასმით აღნიშნა სტოლტენბერგმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები