მაია ბუწაშვილი: ამ გაგანია ომში რა მაგის პასუხია და მგონი, გარე სივრცეებში ნიღაბმა აქტუალობა დაკარგა
“ამ გაგანია ომში რა მაგის პასუხია და მე მგონი, გარე სივრცეებში ნიღაბმა აქტუალობა დაკარგა. ბევრი დიდად არც იკლავს თავს ნიღბის ტარებით და ბევრს სრულიად ფორმალურად უკეთია”, – ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, დიდ შეკრებებზე შეიძლება, ისევ დარჩეს პირბადის ტარების მოთხოვნა ძალაში, მაგრამ ცალკეული ინდივიდებისთვის ქუჩასა და პარკებში აღარ უნდა იყოს სავალდებულო.
“ამ გაგანია ომში რა მაგის პასუხია და მე მგონი, გარე სივრცეებში ნიღაბმა აქტუალობა დაკარგა. ბევრი დიდად არც იკლავს თავს ნიღბის ტარებით და ბევრს სრულიად ფორმალურად უკეთია. ზოგსაც ისეთი ჭუჭყიანი ნიღაბი აქვს, ასეთი ნიღაბი მხოლოდ მიკროორგანიზმების წყარო შეიძლება, იყოს.
მე ვფიქრობ, დიდ შეკრებებზე შეიძლება, ისევ დარჩეს მოთხოვნა, მაგრამ ცალკეული ინდივიდებისთვის ქუჩასა და პარკებში აღარ უნდა იყოს სავალდებულო. ვინც მოტივირებული იყო და მიიჩნევდა, რომ გარე სივრცეშიც სჭირდება ნიღბით თავდაცვა, ის, ცხადია, ისევ გააგრძელებს გამოყენებას. უბრალოდ, ჩემი პირადი აზრია, როგორც რიგითი ექიმის. ამიტომ, მაინცდამაინც ნუ ჩამქოლავთ”, – წერს ბუწაშვილი.