ევროკავშირი მზად არის, საქართველოდან და მოლდოვიდან წევრობის განაცხადები მიიღოს

ევროკავშირი საქართველოდან და მოლდოვიდან წევრობის განაცხადებს მიიღებს. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ განაცხადები “დაუყოვნებლივი” იყო.

ცნობისთვის, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადს დღეს წარადგენს. საქართველო ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაჩქარებული წესით მიმართავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები