უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქალაქ ირპინის თავზე რუსული საბრძოლო თვითმფრინავი – სუ-30 ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი facebook-ზე წერს.
“ირპინის თავზე ახლახან ჩამოვაგდეთ რუსული თვითმფრინავი – სუ-30. საჰაერო თავდაცვის შემადგენლობის გაანგარიშებამ მშვენივრად იმუშავა”, – წერს ზალუჟნი.