უკრაინის დაზვერვა: რუსეთი, Deepfake-ის გამოყენებით, ზელენსკის ყალბი მიმართვის ვიდეოს ამზადებს

რუსეთი ე.წ. deep fake ტექნოლოგიის გამოყენებით ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი მიმართვის ვიდეოს ამზადებს, რომლის მიზანიც დეზინფორმაციის გავრცელება და არეულობის მოწყობაა, – ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როდესაც 2022 წლის თებერვლის დასაწყისში რუსეთთან კონფლიქტმა იმპულსი მოიმატა, მან გაააქტიურა მისთვის ხელმისაწვდომი ჰიბრიდული ომის ყველა ინსტრუმენტი, კერძოდ, ინფორმაციული გავლენა, დაიწყო ვიდეოების გაყალბება ერთმანეთის მიყოლებით. გვაქვს ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სახე შეიძლება, გამოყენებულ იქნეს ასეთ ვიდეოში. ამიტომ, იცოდეთ, რომ ასეთი ვიდეო იქნება ყალბი, რომლის მიზანია პანიკის დათესვა, დეზორიენტაცია, გატეხა, დარწმუნება ჩვენი ჯარების ჩაბარებაზე“, – აცხადებს უკრაინის დაზვერვის სამსახური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები