პარლამენტში რიგგარეშე სესია გაიმართება

დღეს პარლამენტში რიგგარეშე სესია გაიმართება, მანამდე კი ბიუროს სხდომა ჩატარდება, რომელზეც დღის წესრიგი განისაზღვრება. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი აუდიტის სამსახურის საქმიანობა იქნება. დღეს საკომიტეტო მოსმენებიც არის დაგეგმილი, რომელზეც საერთო სასამართლოებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონებში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. მიმდინარე კვირას კანონმდებლები სახალხო დამცველის ანგარიშსაც მოისმენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები